ფეხბურთი

0:10 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოს" მეტოქე გაირკვა

„დინამო თბილისი“ ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდროულ „ენგორდანს“ შეხვდება. აქამდე, მხოლოდ სავარაუდო მეტოქე იყო ცნობილი და შესარჩევ რაუნდში „ენგორდანისა“ და „ფიორიტას“ შორის ირკვეოდა მომავალი მოწინააღმდეგე.

ანდორელებმა სან მარინოელები დღეს საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხეს და ვინაიდან პირველი მატჩი სტუმრად 1:0 ჰქონდათ მოგებული, ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებულები გამოვიდნენ.

„დინამოსა“ და „ენგორდანის“ პირველი დაპირისპირება 11 ივლისს, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

0.114107