ძიუდო

22:14 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექაურის ვერცხლი უნივერსიადაზე

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ.) იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაწყებული საზაფხულო უნივერსიადის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

ბექაური ფინალამდე ძალიან დამაჯერებლად მივიდა. ლაშამ მონღოლი პუნცაგცერენ განბაატარი, ფინელი ააუტუ ლაამანენი, მოლდოველი იურიე მოჩანუ და თურქი მერტ სისმანლარი დააიპონა, გადამწყვეტი შერკინება კი თავად დათმო იპონით ავსტრიელ იოჰანეს პახერთან.
საინტერესოა, რომ აღნიშნულ წონაში ბრინჯაოს მედალი უნგრელ კრისტიან ტოტს ერგო, რომელსაც ვერცხლი დიდების მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე აქვს აღებული.
დღესვე ტატამზე მძიმეწონოსანი (+90) ამირან წიქორიძეც გავიდა, თუმცა, პირველივე რაუნდში ბელარუს ბოგდან ვოიციკთან იპონით დამარცხდა და შეჯიბრს მალევე გამოეთიშა.
ძიუდოს ტურნირის დარჩენილ დღეებში საქართველოს ღირსებას გიორგი თუთაშვილი (66 კგ.), ბექა უდესიანი (73 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) დაიცავენ.

0.113905