ფეხბურთი

16:55 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი ლორია "ანორთოსისშია"

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია „ანორთოსისის“ ფეხბურთელია. კვიპროსული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, ჩვენებურ კიპერთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

ლორია „ანორთოსისს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 33 წლის ქართველს თავის დროზე „დინამოს“, „ოფის“, „ოლიმპიაკოსის“, „კრილია სოვეტოვისა“ და „ანჟის“ რიგებში უთამაშია.

გასული სეზონის მეორე ნახევარი კი გერმანულ „მაგდებურგში“ გაატარა, რომლის ღირსება 11-ჯერ დაიცვა.

აქვე გეტყვით, რომ „ანორთოსისის“ ღირსებას ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი იცავენ, ხოლო მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გახლავთ.

0.119325