ჩოგბურთი

18:30 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე და ქარდავა მეოთხედფინალში ითამაშებენ

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიურ კორუა-სეიქსაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მე-2 გამარჯვება იზეიმა და მეოთხედფინალში გააღწია.

მე-2 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ შვედეთის წარმომადგენელ ჟაკელინ კაბაი ავადს 6:1, 6:4 სძლია და შემდეგ წრეში ესპანურ დუელში (გერერო ალვარესი-ატუჩა გომესი) უმუჯობესს შეხვდება.
წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში ბოლქვაძე და ლატვიელი დიანა მარცინკევიჩა ავსტრალიელ ბოჟიჩევიჩსა და ებრაელ ეკშიბაროვას ეთამაშებიან.
ტუნისურ ტაბარკაში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს ზოზია ქარდავა, რომელმაც “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოასპარეზე ავსტრიელ არაბელა კოლერს 7:6 (7:4), 6:4 მოუგო.
თუ ვინ იქნება ზოზიას მომდევნო მოწინააღმდეგე, საღამოს გაირკვევა, როდესაც ავსტრიელი ნოივირსი ესპანელ არიას მანხონს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111854