ფეხბურთი

15:09 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

ვეტერანი იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი "იუვენტუსში" დაბრუნდა. 41 წლის მეკარე დღეს ტურინში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაირაა. კონტრაქტი კი მხარეებს შორის ოფიციალურად დღეს გაფორმდება.

ბუფონი "იუვესთან" 1-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და გასამრჯელოს სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. მოგეხსენებათ, ბუფონმა გასული სეზონი პსჟ-ში გაატარა.

"იუვენტუსში" კი 2001-2018 წლებში თამაშობდა და გუნდის ღირსება 656-ჯერ დიცვა და ისტორიაში ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ ტურინელტა ყველაზე სტაჟიანი ფეხბურთელია.

სტატისტიკა
0.444411