ფეხბურთი

13:48 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ბრაზილიასთან მატჩში მსაჯის ვიდეოარბიტრთან საუბრის ჩანაწერის გასაჯაროება მოითხოვა

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციისგან კოპა ამერიკის ნახევარფინალში, ბრაზილიასთან მატჩის დროს არბიტრის, როდი სამბრანოს ვიდეოასისტენტთან საუბრის ჩანაწერის გასაჯაროება მოითხოვა - გვამცნობს TyC Sports. არგენტინელები უკმაყოფილო დარჩნენ ეკვადორელი რეფერის მუშაობით, მიაჩნიათ, რომ მეტოქის კარში მას ორი პენალტი უნდა დაენიშნა.

კონმებოლმა მაშინვე დაადასტურა, რომ სამბრანოს ვიდეოარბიტრ ლეოდან გონსალესთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა. თუმცა, ისიც თქვეს, მატჩის დაწყების წინ ყველაფერი მოგვარდაო.

Globo Esporte კი წერს, რომ მსაჯს პრობლემები ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გარკვეული ქმედებების შემდეგ შეექმნა. ბოლსონარუ მატჩს ესწრებოდა.

0.113788