ფეხბურთი

10:44 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი“ დე ლიხტში 75 მილიონს იხდის

უახლოეს ხანში „იუვენტუსი“ ოფიციალურად მიმართავს „აიაქასს“ მატიეს დე ლიხტის ტრანსფერის თაობაზე - გვამცნობს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ვებ-გვერდი.

ტურინული კლუბი ამსტერდამულს 65 მილიონ ევროს შესთავაზებს და კიდევ 10 მილიონს ბონუსების სახით დაუმატებს.

საინტერესოა, რომ „პარი სენ-ჟერმენემა“ ამსტერდამელებს უფრო მაცდური წინადადება შესთავაზა, მაგრამ „იუვენტუსს“ უკვე შეთანხმებული აქვს 19 წლის მცველთან პირადი კონტრაქტი. ცნობილია, რომ „აიაქსი“ მასში 75 მილიონს ითხოვს.

კონტრაქტი ხუთწლიანი იქნება და დე ლიხტი წელიწადში ჯამაგირად 12 მილიონ ევროს მიიღებს. გასულ სეზონში მან ჰოლანდიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ამდენივე ბურთი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის 17 შეხვედრაშიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115604