ფეხბურთი

10:23 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე: „მესი უცხოპლანეტელია“

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ტიტე, ჟურნალისტებს კოპა ამერიკაზე არგენტინასთან ნახევარფინალის (2:0) შემდეგ, თავის ემოციებზე ესაუბრა.

„არგენტინის ნაკრების დამარცხება ფინალზე მნიშვნელოვანია. ეს იყო ორი შესანიშნავი გუნდის თამაში. მესი უცხოპლანეტელია. ის განსაკუთრებულია ბურთითაც და უბურთოდაც. ვერაფრით შეაჩერებთ თუ სათამაშო სტრუქტურა არ შეცვალეთ. ამიტომ ფირმინო უფრო მოედნის ცენტრისკენ დავწიე. სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით, ის ბურთს უფრო ნაკლებად ფლობდა.“ - უთხრა ტიტემ TNT Sports

7 ივლისს, კოპა ამერიკის ფინალში, ლეგენდარულ „მარაკანაზე,“ ბრაზილიის ნაკები პერუს ეროვნულ გუნდს შეხვდება, რომელმაც წუხელ ჩილე 3:0 გაანადგურა.

ერთი დღით ადრე, მესამე ადგილისთვის მატჩში არგენტინა ჩილეს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116559