ფეხბურთი

17:51 | 3.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი "იუვენტუსში" სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

ჯანლუიჯი ბუფონისა და ტურინის „იუვენტუსის“ ისტორია გაგრძელდება. Sky Sport-ის ინფორმაციით, ლეგენდარული მეკარე ხვალ დილით ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ბუფონი „ბებერ ქალბატონს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდება და 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ამოწურვის შემდეგ კლუბის სტრუქტურაში დაიკავებს ერთ-ერთ პოსტს. ცნობილია ჯიჯის გასამრჯელოც - 1.5 მილიონი ევრო.

შეგახსენებთ, ბუფონი „იუვენტუსში“ 2001-2018 წლებში თამაშობდა და 656 მატჩიც ჩაატარა.

გასული სეზონი კი ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ დაჰყო, რომლის ღირსება 25-ჯერ დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110799