სხვა

14:55 | 3.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს ქუჩაზე ტოჩინოშინის ქანდაკება გამოჩნდა
ქართველი სუმოისტი სარაგბო მსოფლიო თასის პოპულარიზაციას ეწევა

ტოკიოს ერთ-ერთ ქუჩაზე ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის იგივე ტოჩინოშინის ქანდაკება გამოჩნდა, რომელსაც ხელში რაგბის ბურთი უჭირავს.

სპეციალური კამპანია 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში დაგეგმილ სარაგბო მსოფლიო თასს უკავშირდება, რომლის პოპულარიზაციაში ცნობილი სუმოისტებიც არიან ჩართულნი.
ტოჩინოშინი და მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო უმთავრესი სარაგბო ტურნირის სარეკლამო ღონისძიებებში ადრეც იყვნენ ჩართულნი და როგორც სჩანს, იაპონიაში ესოდენ პატივცემულ ადამიანებს აღნიშნულ ამბავში მომავალშიც დაიხმარენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს, ტოჩინოშინს კი დოჰიოზე გასვლა 7-21 ივლისს მოუწევს, როდესაც ნაგოიას ბაშოზე დასავლეთის ოძეკის რანგში იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109803