ფეხბურთი

10:49 | 3.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: „მიზნამდე ერთი ნაბიჯი დარჩა“

ბრაზილიის ნაკრების კაპიტანმა, დანი ალვეშმა, რომელიც კოპა ამერიკაზე ბრაზილია - არგენტინის ნახევარფინალის (2:0) საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტურნირში გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დარჩა და საბოლოო გამარჯვებამდე სრული კონცენტრაციაა საჭირო.

„ბევრი აკრიტიკებს ჩვენს გუნდს, მაგრამ გვჯერა მწვრთნელების, გეგმების და საქმის. მთლიანად კონცენტრირებული ვართ საქმეზე. ახლა მძიმე შრომის ნაყოფს ვიმკით. მიზნის მიღწევამდე ერთი ნაბიჯი დარჩა. ფინალი რთული იქნება, იმიტომ, რომ ტურნირზე სუსტი გუნდები აღარ დარჩა.“ - უთხრა ალვეშმა Globo Esporte-ს.

7 ივლისს, ფინალში, ბრაზილია, ჩილე-პერუს გამარჯვებულს შეხვდება. ამათი თამაში კი დღეს, პორტუ ალეგრიში, თბილისის დროით დილის ხუთის ნახევარზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115806