ფეხბურთი

1:35 | 3.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "სუპერლიგა ეროვნულ ჩემპიონატებს მოკლავს"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგია. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ასეთი ნაბიჯი ფეხბურთს მხოლოდ დააზარალებს და ეროვნულ ჩემპიონატებს მოკლავს.

„ამ იდეას არ ვეთანხმები. სუპერლიგა ეროვნულ ჩემპიონატებს მოკლავს. თუ „ბარსელონა“ და „რეალი“ მხოლოდ სუპერლიგაში გადაინაცვლებენ და არ ითამაშებენ პრიმერაში, ესპანეთის ჩემპიონატი მოკვდება. ინგლისში კი ძალიან ჭკვიანები არიან, აქ მეოთხე დივიზიონშიც კი სტადიონი სავსეა. ინგლისი არ მიიღებს ამ წინადადებას და ადგილობრივ ფეხბურთს არ მოკლავს.

ჩემპიონთა ლიგის სიდიადის შემადგენელი ნაწილია ისიც, რომ ყოველ უიქ-ენდზე თამაშები არ ტარდება და თუ ეს შეიცვლება, ხიბლს დაკარგავს. ქალაქისთვის აუცილებელია, რომ მაგალითად „ბარსელონა“ – „ესპანიოლის“ მატჩი გაიმართოს. ფეხბურთი არ უნდა მოვკლათ, რადგან არავის დააინტერესებს იმ გუნდების დაპირისპირების ნახვა, რომლებთაც სუპერლიგაში თამაშის შესაძლებლობა არ ექნებათ“, - განაცხადა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101821