ჩოგბურთი

21:25 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა უიმბლდონზე პირველი წრე გაიარა

მიმდინარე უიმბლდონის ტურნირზე თავის პირველი შეხვედრა როჯერმა ფედერერმა მოიგო. როჯერმა სამხრეთ აფრიკელ, მსოფლიო რეიტინგის 86-ე ნომერს, ლოიდ ჯორჯ ჰარისს 3:6, 6:1, 6:2 6:2 აჯობა.

პირველ სეტში, ფედერერი თავის თავს არ ჰგავდა, 3:2-ზე სამხრეთ აფრრიკლემა ბრეიკი შეასრულა და კარიერაში პირველად როჯერს სეტი მოიგო. შემდეგ ყველაფერი შვეიცარიელის კარნახით მიმდინარეობდა.

მომდევნო ეტაპზე ფედერერის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 169-ე ნომერი ბრიჯანელი ჯეი კლარკი იქნება. ჩოგბურთელები ერთმანეთს კარიერაში პირველად შეხვდებიან. მატჩი 4 ივლისს არის ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11243