ფეხბურთი

20:10 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი ჩინეთში იმუშავებს

ცნობილი ესპანელი სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი სამწვრთნელო კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. „ლივერპულისა“ და „ვალენსიას“ ყოფილმა მწვრთნელმა დღეს კონტრაქტი „დალიან იფანთან“ გააფორმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ესპანელი ჩინეთში სეზონში 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. აქვე გეტყვით, რომ „დალიანის“ ღირსებას ცნობილი სლოვაკი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი იცავს, რომელთანაც "ნაპოლიში" უმუშავია.

შეგახსენებთ, რომ ბენიტესი ბოლოს „ნიუკასლ იუნაიტედის“ თავკაცი იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა. სხვადასხვა დროს კი „ვალენსიაში“, „ლივერპულში“, „ნაპოლიში“, „ინტერსა“ და „რეალში“ უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117154