სხვა

16:33 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა მხრის ტრავმა მიიღო
ქართველი სუმოისტი ივლისის ბაშოს გამოტოვებას არ აპირებს

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მორიგი ტრავმა მიიღო, თუმცა, ივლისის ბაშოს გამოტოვებას არ აპირებს.

ტოჩინოშინმა მარცხენა მხარი გუშინდელი ვარჯიშისას დაიშავა და იძულებული იყო თანაკლუბელებთან – აოიამასთანა და ტოჩიოძანთან მხოლოდ სამ სპარინგს დასჯერებულიყო.

ახლა, 31 წლის ქართველი სეკიტორი ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ტკივილგამაყუჩებლებს იღებს, თუმცა, მომავალს მაინც იმედიანად უყურებს.

“ყველაფერი გუშინ მოხდა, როდესაც გარკვეულ ვარჯიშებს ვასრულებდი, მაგრამ თავის ჩაქინდვრა არაფერს მომიტანს. საჭიროა, კვლავაც წინ გავიხედო”, - აღნიშნა გორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა 10 გამარჯვება იზეიმა და ოძეკის წოდება დაიბრუნა.
ნაგოია ნაშოზე, რომელიც 7-21 ივლისს გახლავთ დაგეგმილი, ქართველი სუმოისტი დასავლეთის მე-2 ოძეკის რანგში წარსდგება.

0.138119