ფეხბურთი

11:10 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე: „არგენტინა მხოლოდ ინდივიდუალისტების კრებული არ არის“

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ტიტე, ჟურნალისტებს კოპა ამერიკის ნახევარფინალში, არგენტინის ეროვნულ გუნდთან მომავლი მატჩის შესახებ ესაუბრა.

„არგენტინის ნაკრები მხოლოდ ინდივიდუალისტების კრებული არ არის. ისინი გუნდურადაც ძალიან გაიზარდნენ. სკალონი კარგად მუშაობს.

მესის შეჩერება შეუძლებელია. ერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, მისი გავლენა ცოტა მაინც შევამციროთ მინდორზე.“- ციტირებს ტიტეს სიტყვებს Goal.

ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებთა ნახევარფინალური შეხვედრა 3 ივლისს გაიმართება ბელუ ორიზონტეში და თბილისის დროით, დილის ხუთის ნახევარზე დაიწყება.

0.113515