ჭიდაობა

16:40 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

7 მედალი და გუნდური მეორე ადგილი პოლონეთიდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა პოლონეთში გამართულ უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ევროპირველობაზე.

ლევან შავაძის შეგირდებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონები აჩიკო ბოლქვაძე (62 კგ.) და ლუკა გელაშვილი (68 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლები კი ანრი თავართქილაძემ (44 კგ.) და თორნიკე შაინიძემ (48 კგ.) მოიპოვეს.

ბრინჯაოს მედლებს თამაზ ღლონტი (44 კგ.), თემურ ორჯონიკიძე (57 კგ.) და ნიკოლოზ შიუკაშვილი (75 კგ.) დაეუფლნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

0.129027