კალათბურთი

11:43 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

იეჰოვას მოწმემ, რწმენის გამო ნბა დატოვა

"ინდიანა პეისერსის" კალათბურთელმა დარენ კოლინსონმა კალათბურთის თამაშს თავი დაანება, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კოლინსონი იეჰოვას მოწმეა და ეს გადაწყვეტილება მის რწმენას უკავშირდება.

"კალათბურთი მიყვარს და ალბათ სულ მეყვარება, მაგრამ ცოხვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები არსებობს, - ეს ჩემი რწმენა და ოჯახია. იეჰოვას მოწმე ვარ და გადავწყვიტე ნბა-დან წავიდა, რწმენა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია"- განაცხადა კოლინსმა.

განვლილ სეზონში კოლინსონი საშაულოდ ერთ შეხვედრაში 11 ქულას, 6 პასს და 1.4 ჩაჭრას აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125377