სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სხვა

16:42 | 30.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ევროპული თამაშები 30 მედლით დაასრულა!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დღეს, მეორე ევროპული თამაშები, რომელსაც ბელარუსის დედაქალაქმა მინსკმა უმასპინძლა, დასრულდება. საქართველოსთვის განვლილი თამაშები მეტად წარმატებული და უხვმედლიანი გამოდგა.

საქმე ისაა, რომ საქართველოს დელეგაციამ საბოლოო ჯამში 30 მედალი მოიპოვა (6 ოქრო, 10 ვერცხლი, 14 ბრინჯაო), რაც ბუნებრივია, დიდებული შედეგია. ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც - საქართველო 61 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი მინსკში და ამის ფონზე 30 მედალი კიდევ უფრო შთამბეჭდავი შედეგია.

შედარებისთვის, 4 წლის წინ პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველო 104 სპორტსმენით ასპარეზობდა და ოდენ 16 მედალი მოიპოვა.

ყველაზე წარმატებული სამბისტთა ასპარეზობა გამოდგა. ხსენებულ სახეობაში საქართველომ 11 მედალი დაისაკუთრა და აქედან 4 უმაღლესი სინჯის, ოქროს მედალი! წარმატებული გამოდგა ძიუდოისტთა გამოსვლაც, რომლებმაც ჯამში 7 მედალი მოიპოვეს და აქედან 2 ოქროს აღმოჩნდა. სწორედ სამბო და ძიუდო გამოდგა ის სახეობები, სადაც საქართველომ ოქროს მედალი აიღო. დანარჩენ სახეობებში კი მაქსიმუმი ვერცხლის მედალი გამოდგა.

მთლიანობაში საქართველომ შემდეგ სახეობებში მოიპოვა მედლები:

სამბო - 11 მედალი (4 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო)

ძიუდო - 7 მედალი (2 ოქრო, 1 ვეცხლი, 4 ბრინჯაო)

თავისუფალი ჭიდაობა - 4 მედალი (2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - 3 მედალი (2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)

კრივი - 2 მედალი (1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)

ბატუტზე ხტომა - 1 მედალი (ვერცხლი)

ტყვიის სროლა - 1 მედალი (ბრინჯაო)

კარატე - 1 მედალი (ბრინჯაო)

რაც შეეხება ცალკეულ სპორტსმენებს, შედეგები ასეთია:

ოქროს მედალი

დავით ლორიაშვილი (სამბო), ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო), ლევან ნახუცრიშვილი (სამბო), ბექა ბერძენიშვილი (სამბო), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო).

ვერცხლის მედალი

მინდია ლილუაშვილი (სამბო), ელენე ქებაძე (სამბო), ნინო ოძელაშვილი (სამბო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), სახილ ალახვერდოვი (კრივი).

ბრინჯაოს მედალი

ბესარიონ ბერულავა (სამბო), გივი ნადარეიშვილი (სამბო), გენადი ჩირგაძე (სამბო), პაატა ღვინიაშვილი (სამბო), ლუკა მაისურაძე (ძიუდო), ამირან პაპინაშვილი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო), ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა), დავით ჩხარტიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ოთარ ერანოსიანი (კრივი), გოგიტა არქანია (კარატე).

აქვე გეტყვით, რომ საქართველო არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მე-7 ადგილზე გავიდა, ხოლო ჩვენზე წინ რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, იტალია, ჰოლანდია და გერმანია აღმოჩნდნენ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.122492
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X