ფეხბურთი

0:52 | 30.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალს“ კეჰილის გადაბირება სურს

ლონდონის „არსენალი“ იმ გუნდების რიცხვს შუერთდა, რომლებსაც „ჩელსის“ 33 წლის ცენტრალური მცველის, გარი კეჰილის შეძენა სურთ. ასეთები კი „ასტონ ვილა,“ „ვესტ ჰემი“ და „კრისტალ პალასი“ არიან - გვამცნობს 90min.

2012-19 წლებში კეჰილი „ჩელსიში“ თამაშობდა. მანამდე კი „ბოლტონის,“ ‘შეფილდ იუნაიტედის,“ „ბარნლისა“ და „ასტონ ვილას“ ღირსებას იცავდა. ინგლისის ნაკრებში 2010-18 წლებში ირჯებოდა და 61 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

ბოლო დროს კეჰილი „არისტოკრატთა“ ძირითადში ივიათად ხვდებოდა. გასულ სეზონში მან მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა: 4 ევროპა ლიგაზე, 2 პრემიერლიგაში და 2 ინგლისის ლიგის თასზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116845