ფეხბურთი

0:18 | 30.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ ორი მოთამაშის გაყიდვას აპირებს, რათა ლუკაკუ შეიძინოს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, მილანის „ინტერი“ ორი ფეხბურთელის გაყიდვას და შემოსული თანხით „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევის, რომელუ ლუკაკუს ყიდვას აპირებს -წერს Daily Mail.

საუბარია ბრაზილიელ მცველ დალბერტზე და პორტუგალიელ შუახაზელ ჟოაუ მარიუზე. მათი გაყიდვით „ინტერის“ ხელმძღვანელობა დაახლოებით 45 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

გასულ სეზონში, დალბერტი, სერია А-ს 11 მატჩში, ერთი საგოლე პასით გამოირჩა. მარიუმ კი 20 შეხვედრაში 1 ბურთი გაიტანა და ორჯერ საგოლედ უპასა.

იტალიური მედია აღნიშნავს, რომ ლუკაკუს შეძენა „ინტერის“ ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს სურვილი ყოფილა.

„მანჩესტერი“ კი ბელგიელ თავდამსხმელში დაახლოებით 85 მილიონ ევროს ითხოვს.

0.119728