ფეხბურთი

18:40 | 29.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დავითაშვილი "რუბინის" ფეხბურთელია (+VIDEO)

ზურიკო დავითაშვილი „რუბინის“ ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია რუსული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

დავითაშვილმა ყაზანელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 11-ნომრიანი მაისური მოირგო.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ „რუბინში“ დავბრუნდი. ეს ძალიან დიდი და კარგი ისტორიის მქონე გუნდია და აქ ყველაფერია განვითარებისთვის. ვიმედოვნებ, შევძლებ პროგრესს და ყაზანელ გულშემატკივრებს სიხარულს მივანიჭებ.

დიახ, ზამთარში მინდოდა აქ დარჩენა, მაგრამ საბუთებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები იყო. ახლა აქ ვიმყოფები და ძალიან ბედნიერი ვარ. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ვესაუბრე „რუბინის“ ყოფილ ფეხბურთელ ლაშა სალუქვაძეს, რომელმაც გუნდისა და ქალაქის შესახებ დადებითად ისაუბრა. პრემიერლიგის შესახებ კი ხვიჩა კვარაცხელიასთან ვისაუბრე, რომელიც ჩემი მეგობარია და მითხრა, რომ აქ ყველანაირი პირობაა განვითარებისთვის“, - თქვა დავითაშვილმა.

18 წლის ქართველ ფეხბურთელს აქამდე თბილისის „დინამოსა“ და „ლოკომოტივში“ უთამაშია. საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დავითაშვილმა 18 თამაში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119982