ფეხბურთი

17:17 | 29.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ პსჟ-ს ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა

კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენს“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ფრანგი ფეხბურთელი არ მალავს, რომ პსჟ-დან წასვლა და კარიერის მადრიდის „რეალში“ გადასვლა უნდა. მიუხედავად ამისა, პარიზელები ამ ეტაპზე მის გაყიდვას არ აპირებენ, რადგან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ მბაპე ორი წლის წინ „მონაკოდან“ შეიძინა და 87 მატჩში 60 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109376