ფეხბურთი

15:20 | 28.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გეგეჭკორი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს

ლევან გეგეჭკორი ბათუმის "დინამოში" ჩაირიცხა. კონტრაქტის თანახმად, 25 წლის მარჯვენა მცველი ზღვისპირა გუნდში 2021 წლის ბოლომდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ გეგეჭკორი ბათუმელთა ღირსებას 2016-17 წლების სეზონშიც იცავდა, სხვადასხვა პერიოდში კი, თბილისის "დინამოს", საჩხერის "ჩიხურას", ქობულეთის "შუქურასა" და მარტვილის "მერანის" რიგებში ირიცხებოდა. ბოლოს, ლევანი ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა.

ბათუმელთა პრესსამსახურის ცნობით, გეგეჭკორი დინამოში 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117616