ჭიდაობა

0:33 | 28.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დღეს, ევროპულ თამაშებში "ბერძენ-რომაელები" ჩაებმებიან

დღეს, 28 ივნისს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შეჯიბრი იწყება.

პირველები ასპარეზობაში 60, 67 და 77 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფალავნები ჩაებმებიან, რომლებიც წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვდრებს გამართავენ.

საქართველოს სახელით ხალიჩაზე დათო ჩხარტიშვილი (60 კგ.), შმაგი ბოლქვაძე (67 კგ.) და გელა ბოლქვაძე (77 კგ.) გავლენ.

ჩხარტიშვილი მერვედფინალში იტალიელ ჯაკოპო სანდრონის გაეჯიბრება, შმაგი ბოლქვაძე ავსტრიელ კრისტოფ ბურგერს შეერკინება, გელა ბოლქვაძის მეტოქე კი შვედი ალექს კესიდისი იქნება.

დასაწყისი 12:00 საათზე.

Loading...
0.11539