კალათბურთი

23:50 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საქართველოში ყველა სეზონი მომხიბვლელია" - შენგელია სამშობლოში ტურისტებს იწვევს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია ტურისტებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. თორნიკემ ინსტაგრამში სპეციალური პოსტი გამოაქვეყნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ფოტოებით და დაწერა, რომ საქართველოში ყველა სეზონს ხიბლი გააჩნია.

„ყველა იმ ადამიანს, ვინც ამას ნახავს, მერწმუნეთ, რომ საოცარ დროს და თავგადასავალს გაატარებთ, რომელიც მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდებათ. ეწვიეთ ამ ულამაზეს ქვეყანას საოცარი ხალხით, დიდებული საკვებით, ღვინითა და ეგზოტიკური ბუნებით. საქართველოში ხიბლი ყველა სეზონის აქვს“, - დაწერა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკემდე იგივე მესიჯი სოციალური ქსელის მეშვეობით ზაზა ფაჩულიამაც გააჟღერა და ტურისტებს საქართველოში სტუმრობა ურჩია.

0.119098