ფეხბურთი

10:34 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელობის კანდიდატების ვინაობა გაირკვა

„ნიუკასლის“ ხელმძღვანელობამ იმ სპეციალისტების ვინაობა დაასახელა, რომლებიც შეიძლება კლუბის დამრიგებლები გახდნენ - წერს The Telegraph. სიაში არიან „რეინჯერსის“ ამჟამინდელი თავკაცი სტივენ ჯერარდი, „ნიცას“ მთავარი მწვრთნელი, პატრიკ ვიეირა და „სიტიში“ ხოსეპ გვარდიოლას თანაშემწე, მიკელ არტეტა.

წყაროს ცნობით, ვიეირა და არტეტა ამ სამსახურით დაინტერესებულან.

„კაჭკაჭები“ „ბორნმუთის“ ედი ჰოუს კანდიდატურასაც განიხილავენ, თუმცა ამ უკანასკნელმა ძნელი წარმოსადგენია თავისი კლუბი დატოვოს. ისევე, როგორც ჯერარდმა.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს „ნიუკასლმა“ რაფა ბენიტესის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117194