ფეხბურთი

12:18 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ 17 წლის ჰოლანდიელი წარადგინა

„ლივერპულმა“ ჰოლანდიური „ზვოლეს“ 17 წლის მცველი, სეპ ვან დენ ბერგი წარადგინა. გასულ სეზონში ვან დენ ბერგმა ჰოლანდიის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა (10 ძირითადში) და შედეგიანობით არ გამორჩეულა.

„ეს ფანტასტიკური შეგრძნებაა. ჩემთვის „ლივერპული“ ყველაზე დიდი კლუბია მსოფლიოში. მინახავს როგორ გადადიან აქ ფეხბურთელები აკადემიიდან პირველ გუნდში. ეს დაუჯერებელია. იურგენ კლოპი შესანიშნავი ადამიანია და წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ეს არის. ასევე ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სიხარულით დავთანხმდი ამ კლუბში გადასვლას.

ვფიქრობ, ეს საუკეთესო ადგილია განვითარებისთვის. ვიმედოვნებ, ბევრი მატჩის თამაში მომიწევს.“ - უთხრა ვან დენ ბერგმა „ლივერპულის“ პრესსამსახურს.

0.130419