ფეხბურთი

13:20 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ მაგუაირს აღარ იყიდის

„ლესტერის“ მცველი, ჰარი მაგუაირი „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღარ გადავა - გვამცნობს Mirror. მანკუნიანელთა ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება მაღალი ფასის გამო მიიღო. მანჩესტერელები ინგლისის ნაკრების უკანახაზელში 67 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ „ლესტერმა“ ის 101 მილიონად შეაფასა, კიდევ 12 მილიონი ბონუსის სახით უნდა დაემატებინათ.

ახლა მაგუაირის მსურველი მხოლოდ „მანჩესტერ სიტი“ დარჩა, თუმცა უცნობია, დათანხმდებიან თუ არა „ქალაქელები“ ლესტერელთა პირობებს.

მაგუაირი „ლესტერში“ 2017 წელს გადავიდა „ჰალ სიტიდან.“ ტრანსფერის ფასმა მაშინ 13,7 მილიონი ევრო შეადგინა.

0.114665