ფეხბურთი

18:50 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი "ანორთოსისის" ფეხბურთელია (+VIDEO)
"მინდა "ანორთოსისის" ისტორიის ნაწილი გავხდე"

როგორც დააანონსებული იყო, თორნიკე ოქრიაშვილი ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ღირსებას დაიცვას. კვიპროსული გუნდის ვებგვერდმა ახლახან ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ქართველმა შემტევმა „ანორთოსისთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

„ძალიან დიდი ისტორია აქვს „ანორთოსისს“ და ძალიან მიხარია, რომ ამ გუნდის მაისურის ტარება მომიწევს. წარმატებას ერთად უნდა მივაღწიოთ. „ანორთოსისი“ კარგია გუნდია, მინდა, რომ მისი ისტორიის ნაწილი გავხდე და აქ წარმატებას მივაღწიო. ძალიან კარგი გულშემატკივრები ჰყავს და მსურს გავახარო ისინი ჩემი თამაშით, მინდა, ჩემი წარმატება თქვენი წარმატებაც იყოს“, - თქვა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, 27 წლის შემტევი ბოლოს „კრასნოდარის“ ღირსებას იცავდა, რომელიც გასული წლის დეკემბერში დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.

აქვე გეტყვით, რომ „ანორთოსისში“ ოქრიაშვილის გარდა, ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე თამაშობენ, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაია მუშაობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114286