ფეხბურთი

19:18 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი: "რონალდუს "რეალიდან" წასვლით ყველა ბედნიერი დარჩა"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი კარიერის „სამეფო კლუბში“ დასრულებას აპირებს. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით, როდესაც მადრიდელებთან კონტრაქტი ამოეწურება 33 წლის იქნება და პენსიაზეც გავა.

გარდა ამისა, Bild-თან საუბარში კროოსმა აღნიშნა, რომ რონალდუს „რეალიდან“ წასვლით ყველა ბედნიერი იყო:

„უცნაური იქნებოდა, რომ ისეთი ფეხბურთელის წასვლა, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა, არ დაგვტყობოდა. მან ძალიან ბევრი გოლი გაიტანა და ბევრი თამაშის ბედი გადაწყვიტა. თუმცა, მისი ტრანსფერით ყველა ბედნიერი დარჩა. მას ახალი გამოწვევა სურდა, ხოლო „რეალმა“ მის სანაცვლოდ დიდი თანხა მიიღო.

ჩემი მომავალი? ვფიქრობ, რომ 33 წელი საუკეთესო ასაკი იქნება კარიერის დასასრულებლად და პენსიაზე გასასვლელად. „რეალთან“ კონტრაქტი ამ დროს მიმთვარდება და არ ვაპირებ სხვა გუნდში გადასვლას. გამორიცხულია, რომ ჩინეთში, ყატარში ან აშშ-ში ვითამაშო, ეს შეგვიძლია აქედანვე გამოვრიცხოთ“, - თქვა კროოსმა.

0.11531