ფეხბურთი

17:15 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ვა დე ბეეკის გადაბირებას გეგმავს

მადრიდის „რეალმა“ თვალი დონი ვან დე ბეეკს დაადგა. Marca-ს ცნობით, თუ „სამეფო კლუბი“ პოლ პოგბას ტრანსფერს წარმატებით ვერ დაასრულებს, მაშინ ჰოლანდიელი ფეხბურთელს იყიდის.

გამოდის, რომ მადრიდელთათვის ვან დე ბეეკი B გეგმაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პოგბას ტრანსფერი ჩაშლის პირასაა, ყველაფერი იცვლება. „რეალი“ მზადაა 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ამსტერდამის „აიაქსს“ 60 მილიონი ევრო გადაუხადოს. ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები კი არ ხმაურდება.

ვან დე ბეეკი „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2016 წელს ჰქონდა. გასულ სეზონში ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 57 მატჩში 17 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109172