ფეხბურთი

18:30 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" დე ლიხტის ალტერნატივას "მანჩესტერში" მიაგნო

მატის დე ლიხტი ძალიან ახლოსაა ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლასთან და ეს „ბარსელონას“ სატრანსფერო გეგმებს ცვლის. ჰოლანდიელი კატალონელთა სამიზნე იყო, მაგრამ ახლა ალტერნატიული გზების ძებნა მოუწევს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსა“ თუ დე ლიხტის გაფორმებას ვერ შეძლებს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვიქტორ ლინდელოფის შესახებ მიმართავს. ამ დროისთვის შესაძლო ტრანსფერის დეტალები არ ვრცლედება.

შვედი მცველი „მანჩესტერს“ თავის დროზე „ბენფიკადან“ 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხუამდე აქვს გაფორმებული.

0.114653