ფეხბურთი

13:12 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ - „ნიუკასლში“ მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ

ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს მისი „ნიუკალის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ მოარულ ხმებზე უპასუხა.

„ცხადი წარმოდგენა მაქვს როგორ უნდა ვიმუშავო. ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლო. სხვაგვარად არაფერს აზრი არ აქვს. თუ არ ვიმარჯვებ, ეს პრობლემაა ჩემთვისაც, ფეხბურთელებისთვისაც და კლუბის სტრუქტურისთვისაც. ამიტომ, ისეთი პროექტი მჭირდება, რომლის დროსაც მექნება განწყობა, რომ გამარჯვებისთვის ვთამაშობ.

თუ ვინმე 10 წლიან შესანიშნავ კონტრაქტს შემომთავაზებს და მიზნად მეშვიდე-მერვე ადგილების დაკავებას დამისახავს, არ მივიღებ. სხვა ბუნება მაქვს. ჩემი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა.“ - უთხრა პორტუგალიელმა სპეციალისტმა The Coaches’ Voice-ს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ორშაბათს „ნიუკასლის“ მთავარმა მწვრთნელმა, რაფა ბენიტესმა, უარი თქვა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118376