ფეხბურთი

12:46 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი წელიწადში 4 მილიონს მიიღებს

ფრენკ ლამპარდი, რომელიც რამდენიმე დღეში "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი გახდება, სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რაშიც ჯამში 12 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს, აღნიშნულ ინფორმაციას The times-ი ავრცელებს.

კონტრაქტის დარღვევის გამოს "ჩელსის" "დერბი ქაუნთისთვის" 4 მილიონის გადახდა მოუწევს. ლამპარდის წლიური ხელფასი 4 მილიონი იქნება და შედეგბიდან გამომდინარე პლუს ბონუსების გამომუშავების შანსიც ექნება.

ლამპარდს "ჩელსის" მაისურით 648 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 211 გატანილი გოლი.

სტატისტიკა
0.259452