ფეხბურთი

11:48 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა: 7 ევროპული ნაკრებია, ერთიც - აშშ

საფრანგეთში მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიამ ავსტრალიას მოუგო 1:1 (4:1 პენალტებით), ინგლისმა - კამერუნს 3:0, საფრანგეთმა - ბრაზილიას 2:1 (დამატებით დროში), აშშ-მა - ესპანეთს 2:1, იტალიამ - ჩინეთს 2:0, ჰოლანდიამ - იაპონიას 2:1, გერმანიამ - ნიგერიას 3:0, ხოლო შვედეთმა - კანადას 1:0.

ამისდაკვალად, დარჩენილი 8 მონაწილედან, 7 ევროპულია, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ტურნირის ისტორიაში. მანამდე, ამ ეტაპზე საუკეთსო შედეგი 5 ევროპული გუნდის გასვლა გახლდათ 1991 და 1995 წლებში.

ყველაზე დიდი სენსაცია წინა მუნდიალის ფინალისტის, იაპონიის ძლიერი ნაკრების გავარდნაა. აზიელები ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა, ჰოლანდიელებმა გამოთიშეს ტურნირიდან.

მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ნორვეგია - ინგლისი (27 ივნისი)

საფრანგეთი - აშშ (28 ივნისი)

იტალია - ჰოლანდია (29 ივნისი)

გერმანია - შვედეთი (29 ივნისი)

ნახევარფინალები 2 და 3 ივლისს გაიმართება. მესამე ადგილისთვის მატჩი 6 ივლისს. ფინალი კი 7 ივლისს ლიონში.

0.118036