თამაშგარე

10:51 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ელენა დიასი - სისადავე სალვადორიდან

თქვენს უთქმელადაც კარგად ვუწყით, რომ საქართველოში ბავშვობიდან არავის სტანჯავს იმის სურვილი და ვნება, რომ გაიგონ თუ ვინ არის ოკეანეების იქით გადაკარგული ქვეყანა სალვადორის საფეხბურთო ნაკრების თილისმა. მაგრამ ეს ჩვენი ხელიხელსაგოგმანები რუბრიკა იმისთვისაა, რომ ცნობილ ლამაზმანებთან ერთად გაგაცნოთ ასულნი, რომელთა მხილველნიც აქამდე ჯერ არ გავმხდარვართ.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ სალვადორის ნაკრების თილისმას, ქალაქ ელ სალვადორის მკვიდრ მოდელსა და მსახიობს, ელენა დიასს, რომელიც მისი მრავალი კოლეგის მსგავსად საყვარელმრავლობით გამოირჩევა და ელენას მოტრფიალეთა შორის აბა რა გასაკვირია, სალვადორელი ტროყია ფეხბურთელებიც რომ ერიოს.

ელენა დიასის მსახიობობა ძირითადად ლათინოამერიკულ სერიალებში ლაღი მკერდის თამაშით შემოიფარგლება. თუმცა, ორჯერ ამ გოგონას მონაწილეობა ისეთ ფილმებშიც მიუღია, ჩვენში სულ რაღაც 20 წლის წინ “საბოზაო სანახაობას“ რომ ეძახდნენ. ჰოდა, იმერლების თქმისა არ იყოს, “ქალი ქალად ვარგია“ და ჩვენც დავტკბეთი მისი მზერითა და სისადავით...

Loading...
0.150627