ისტორია

9:49 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

26 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1968. დაიბადა პაოლო მალდინი. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი. 1985 წლიდან 2009 წლის მაისამდე იცავდა “მილანის” ღირსებას. იტალიის სერია A-ს შვიდგზის (1988, 1992, 1992, 1993, 1994, 1996, 1999, 2004), UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის (1989, 1990, 1994, 2003, 2007) გამარჯვებული, იტალიის თასის მფლობელი. იტალიის სუპერთასისა და ევროპის სუპერთასის ხუთ-ხუთგზის მფლობელი. საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშების ორგზის (1989, 1990) გამარჯვებული და FIFA-ს საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის (2007) გამარჯვებული. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1994) და მესამე პრიზიორი (1990). მონაწილეობდა ოთხ მუნდიალზე (1990, 1994, 1998, 2002). ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2000) და ნახევარფინალისტი (1988). შეიყვანეს 1994 წლის მუნდიალის სიმბოლურ ნაკრებში. ჩემპიონთა ლიგის 2003 წლის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი. 2004 წელს აღიარეს იტალიის საუკეთესო მცველად. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 126 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. “მილანის” რიგებში ჩაატარა 649 მატჩი, გაიტანა 29 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1904. შვედეთში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ელფსბორგი”. გუნდი ქვეყნის ხუთგზის ჩემპიონია (უკანასკნელად ეს ტიტული 2006 წელს მოიპოვა). “ელფსბორგი” ორჯერ ფლობდა შვედეთის ეროვნულ თასს. 2008 წელს მოიგო ინტერტოტოს თასი.

1954. შვეიცარიის მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონატი ფეხბურთში. მეოთხედფინალი: ავსტრია-შვეიცარია 7:5; ურუგვაი-ინგლისი 4:2.

1954. შვეიცარიის მუნდიალზე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატების ყვე;აზე უხვგოლიანი შეხვედრა ჩატარდა. ავსტრიისა და შვეიცარიის ნაკრებთა შეხვედრაში 12 გოლი გავიდა, თანაც მეტოქეებმა ამ ბურთების გატანას ერთი საათი სათამაშო დრო მოანდომეს – გოლები 16-76 წუთების ინტერვალში გავიდა. ამასთან, ამ მონაკვეთში ავსტრიელებმა პენალტი გააცუდეს.

1958. შვედეთის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატი ფეხბურთში. მატჩი მესამე ადგილისათვის. საფრანგეთი-გფრ 6:3. გოლები ფონტენმა (3), კოპამ (2), დუიმ (საფრანგეთი) და კისლარჩიკმა, რანმა, შეფერმა (გფრ) გაიტანეს. თამაში გეტებორგში “ულევის” სტადიონზე ჩატარდა და მას 25 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1979. ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, მუჰამედ ალიმ სპორტული კარიერის დასრულებაზე განცხადება გააკეთა.

1990. მსოფლიოს მეთოთხმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (იტალია). მერვედფინალი: იუგოსლავია-ესპანეთი 2:1 (დამატებითი დრო).

1992. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში (შვედეთი). ფინალი. დანია-გერმანია 2:0. გოლები იენსენმა და ვილფორტმა გაიტანეს. გეტებორგის “ულევის” სტადიონზე თამაშს 37 800 მაყურებელი დაესწრო. დანია: შმაიხელი, სივებაკი (კრისტიანსენი), ნილსენი, ოლსენი, კრისტოფტე, იენსენი, პეხნიკი, ლარსენი, ვილფორტი, ბ. ლაუდრუპი, პოულსენი. გერმანია: ილგნერი, როიტერი, ბრემე, კოლერი, ბუხვალდი, ჰესლერი, ჰელმერი, ზამერი (დოლი), ეფენბერგი (ტომი), რიდლე, კლინსმანი. დანიელებმა ტურნირზე მონაწილეობის უფლება იუგოსლავიის დისკვალიფიკაციის შედეგად მოიპოვეს.

1994. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ლატვიის ეროვნულ გუნდს 3:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები დავით ჯანაშიამ, კახი კაჭარავამ და გოჩა ჯამარაულმა გაიტანეს. საქართველო: ზოიძე, ბერაძე, კაციტაძე, ნემსაძე, ჯიშკარიანი, დ. ჯანაშია (სეფაშვილი), ინალიშვილი, ჯამარაული (კაპიტანი), ტუღუში (ტყებუჩავა), ქინქლაძე, კაჭარავა.

1994. მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (აშშ). ჯგუფური ეტაპი: კოლუმბია-შვეიცარია 2:0; რუმინეთი-აშშ 1:0; ბულგარეთი-საბერძნეთი 4:0.

1996. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში (ინგლისი). ნახევარფინალი: ჩეხეთი-საფრანგეთი 0:0 (პენალტებით 6:5); გერმანია-ინგლისი 1:1 (პენალტებით 6:5).

1998. მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). ჯგუფური ეტაპი: რუმინეთი-ტუნისი 1:1; არგენტინა-ხორვატია 1:0.

2002. მსოფლიოს მეჩვიდმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (სამხრეთ კორეა-იაპონია). ნახევარფინალი: ბრაზილია-თურქეთი 1:0, გოლი რონალდომ გაიტანა.

2004. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში (პორტუგალია). მეოთხედფინალი: შვედეთი-ჰოლანდია 0:0, პენალტებით ჰოლანდიელებმა 5:4 მოიგეს.

2006. მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (1:0). მერვედფინალი: იტალია-ავსტრალია 1:0; შვეიცარია-უკრაინა 0:0 (პენალტებით 0:3).

2007. გადაწყდა, რომ შვედი სვენ-გორან ერიქსონი ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელად იმუშავებდა.

2008. ავსტრია-შვეიცარიის ევროპია ჩემპიონატი ფეხბურთში. ნახევარფინალი. ესპანეთი-რუსეთი 3:0.

2010. სამხრეთ აფრიკის მუნდიალის მერვედფინალში, პორტ ელიზაბეტში ურუგვაიმ სამხრეთ კორეას 2:1 მოუგო, ხოლო რუსტენბურგში განამ დამატებით დროში აშშ-ის 2:1 სძლია.

2012. ჩოგბურთ ლონდონის ოლიმპიადის საგზურები "უაილდ ქარდით" ანატატიშვილმადამაკაჩახნაშვილმა მოიპოვეს.

ამ დღეს დაიბადნენ

1819. ებნერ დაბლდეი. ამერიკელი გენერალი. ითვლება ბეისბოლის გამომგონებლად.

1930. ანატოლი მასლიონკინი. საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელი. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1960 წლის ევროპის თასის მფლობელი.

1936. ტომაშ პოსპიხალი. 1956-65 წლებში ჩეხოსლოვაკიის საფეხბურთო ნაკრების ჰავბეკი-ფორვარდი. მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. მოგვიანებით მწვრთნელი გახდა და წარმატებით მუშაობდა ჩეხოსლოვაკიისა და ჩეხიის გუნდების დამრიგებლად.

1944. ვოლფგანგ ვებერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მცველი 1964-74 წლებში. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 53 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. გფრ-ის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1954. ლუის არკონადა (ლუის მიგელ არკონადა ეჩარი). ესპანეთის ნაკრებისა და სან სებასტიანის “რეალ სოსიედადის” მეკარე. ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 68 მატჩი (გაუშვა 62 გოლი). 1974-89 წლებში იცავდა “სოსიედადის” ღირსებას. 1981 და 1982 წლებში გახდა ესპანეთის ჩემპიონი. 1982 წელს მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი, 1987-ში კი მოიგო ესპანეთის “სამეფო თასი”. პრიმერა დივიზიონში ჩაატარა 414 მატჩი. 1980, 1981 და 1982 წლებში დაასახელეს ესპანეთის საუკეთესო მეკარედ.

1955. მაკსიმ ბოსი. 1976-86 წლებში საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მცველი. ევროპის 1984 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 1978 და 1982 წლების მუნდიალების მონაწილე. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 76 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. საფრანგეთის ოთხგზის ჩემპიონი. 1979 და 1981 წლებში დაასახელეს საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

1957. გიორგი ჭილაია. თბილისის “დინამოს” და ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელი. 1980 წლის საკავშირო ჩემპიონატის რამდენიმე მატჩში იყო “დინამოელთა” კაპიტანი. 1979 წლის საკავშირო თასის მფლობელი და საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი. 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული და საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

1961. გრეგ ლემონდი. ლეგენდარული ამერიკელი ველოსიპედისტი. 1986, 1989 და 1990 წლებში მოგებული აქვს “ტურ დე ფრანსი”.

1968. პაოლო მალდინი. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი. 1985 წლიდან 2009 წლის მაისამდე იცავდა “მილანის” ღირსებას. იტალიის სერია A-ს შვიდგზის (1988, 1992, 1992, 1993, 1994, 1996, 1999, 2004), UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის (1989, 1990, 1994, 2003, 2007) გამარჯვებული, იტალიის თასის მფლობელი. იტალიის სუპერთასისა და ევროპის სუპერთასის ხუთ-ხუთგზის მფლობელი. საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშების ორგზის (1989, 1990) გამარჯვებული და FIFA-ს საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის (2007) გამარჯვებული. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1994) და მესამე პრიზიორი (1990). მონაწილეობდა ოთხ მუნდიალზე (1990, 1994, 1998, 2002). ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2000) და ნახევარფინალისტი (1988). შეიყვანეს 1994 წლის მუნდიალის სიმბოლურ ნაკრებში. ჩემპიონთა ლიგის 2003 წლის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი. 2004 წელს აღიარეს იტალიის საუკეთესო მცველად. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 126 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. “მილანის” რიგებში ჩაატარა 649 მატჩი, გაიტანა 29 გოლი.

1981. ოთარ ხიზანეიშვილი. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, თბილისის “დინამოს,” მოსკოვის “სპარტაკისა” და “დინამოს,” “ფრაიბურგის”, “აუსბურგის” მცველი. საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. 2004 წელს მოიპოვა დსთ-ის ჩემპიონთა თასი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი.

1982. ლადო ახალაია. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოს”, კიშინიოვის “ზიმბრუს”, “ციურიხის”, კიშინიოვის “დაჩიას”, ახალციხის “მესხეთის” ფეხბურთელი. საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. 2004 წელს მოიპოვა დსთ-ის ჩემპიონთა თასი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა ერთი მატჩი.

1983. ფელიპე მელო. ბრაზილიის ნაკრების, “ფლამენგოს”, “კრუზეიროს”, “გრემიოს”, “მალიორკას”, “რასინგის”, “ალმერიას”, “ფიორენტინას”, “იუვენტუსის”, “გალათასარაის” ნახევარმცველი. 2009 წლის კონფედერაციათა თასის მფლობელი. ტურნირის ხუთივე შეხვედრაში პენტაკამპეონთა სასტარტო შემადგენლობაში იყო. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 22 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. “ფლამენგოსთან” ერთად მოგებული აქვს კარიოკას ჩემპიონატი (2001). “კრუზეიროს” რიგებში გამოსვლისას 2003 წელს მოიგო ბრაზილიის ჩემპიონობა და თასი, მინეიროს ჩემპიონატი.

1984. ტატიანა ანანკო. ბელორუსი ტანმოვარჯიშე. მხატვრულ ტანვარჯიშში 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ცალკეულ ვარჯიშში ვერცხლის ორი მედალი მოიპოვა.

1987. სამირ ნასრი. საფრანგეთის ნაკრების, “მარსელის”, ლონდონის “არსენალის”, “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი. 2012 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 35 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. 2005 წელს მოიპოვა ინტერტოტოს თასი. 2004 წელს გახდა ევროპის 17 წლამდელ ფეხბურთელთა პირველობის გამარჯვებული.

0.110892