ფეხბურთი

2:05 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" სილესენი დაიმატა

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილი მეკარე იასპერ სილესენი „ვალენსიას“ ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია „ღამურების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

თუმცა, ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი ფეხბურთელის პირადი კონტრაქტისა და ტრანსფერის ფინანსური მხარის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ სილესენი „ბარსელონას“ კარს 2016 წლიდან იცავდა, თუმცა ძირითადი შემადგენლობის წევრი არ ყოფილა. ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონაში“ „ვალენსიას“ მეკარე ნეტო გადაბარგდება.

Loading...
სტატისტიკა
0.244688