სხვა

0:15 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართული წყვილის წარუმატებლობა მინსკში

ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა ლუბა გოლოვინამ და თეონა ჯანჯღავამ წარუმატებლად იასპარეზეს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე.

სინქრონულ ხტომაში შეჯიბრში 8 წყვილი ჩაება, ქართველმა გოგონებმა კი ბოლო პოზიცია დაიკავეს.
გოლოვინამ და ჯანჯღავამ შეცდომები მრავლად დაუშვეს და მხოლოდ 37.040 ქულა მიიღეს.
ჩემპიონები ბელარუსები გახდნენ 50.230 ქულით, ვერცხლი უკრაინელებს (48.240) ერგოთ, ბრინჯაო კი – რუსებს (48.140).
შეგახსენებთ, რომ გუშინწინ გამართულ ინდივიდუალურ შეჯიბრში გოლოვინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116302