ფეხბურთი

17:15 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: "მიუხედავად მუქარისა, ყოველთვის მხარს დავუჭერ ქართულ კლუბებს"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ქართველ ფეხბურთელებსა და ქართულ კლუბებს მხარდაჭერა გამოუცხადა. კობიაშვილმა ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე სპეციალური განცხადება გააკეთა.

როგორც მან თქვა, მიუხედავად მუქარისა, ის მხარს უჭერს ქართული გუნდები აქციას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული და ყოველთვის მათთან ერთად დაიცავს ქვეყნის საერთო ინტერესებს.

„მინდა შევეხო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას. ჩვენმა ფეხბურთელებმა და კლუბებმა რამდენიმე დღის წინ რამდენიმე ქალაქში დააფიქსირეს პოზიცია, რომელიც არის ერთადერთი და უალრტენატივო. მათ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ფეხბურთი არ არის მხოლოდ 90 წუთი და არ არის მხოლოდ ანგარიში, გაცილებით მეტია. მინდა, რომ მათ ჩემი მხარდაჭერა დავუფიქსირო და მადლობა გადავუხადო.

ასევე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმ მუქარისა სხვადასხვა ქვეყნებიდან, მინდა ვუთხრა მათ, რომ მხარს ვუჭერ ჩვენს ფეხბურთელებს, კლუბებს და ყოველთვის ვიქნები მათთან ერთად და ყოველთვის დავიცავ ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესებს“, - თქვა კობიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126465