ფეხბურთი

14:37 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საჯარიმოში მეკარის ხელით თამაშის გამო ლუის სუარესი პენალტს ითხოვდა.. (VIDEO)

ლუის სუარესისგან ალბათ ყველაფერი გვინახავს და წესით არაფერი უნდა გვაკვირვებდეს, მაგრამ „ბარსელონასა“ და ურუგვაის ნაკრების ფორვარდი მაინც ახერხებს კომიკურ ვითარებებში მოხვედრას.

ურუგვაისა და ჩილეს ნაკრებთა მატჩის 22-ე წუთზე სუარესი მთავარ მსაჯს მეტოქის კარის მიმართულებით პენალტის დანიშვნას თხოვდა. ერთი შეხედვით უწყინარი და ჩვეულებრივი სიტუაციაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ საჯარიმოში ხელით ჩილელმა გაბრიელ არიასმა ითამაშა.

არიასი კი ჩილეს ნაკრების მეკარეა და ბუნებრივია ხელით თამაშის უფლება ჰქონდა. ყოველშემთხვევაში მოქმედი ფეხბურთის წესებით ასეა და ვინ იცის, იქნებ სუარესი ამ წესებს არ აღიარებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116783