თამაშგარე

11:12 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ამბები მარსაილების ოჯახში

უნიჭიერესი ფრანგი მობურთალის, ანტონი მარსაილის ცოლზე, სამანტა მარსაილზე მართლაც რომ ბევრი რამის თქმა შეგვიძლია. სულაც რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს გოგონა რამდენიმე წლის წინ სრულიად უცნობი ყმაწვილქალი იყო და ახლა მასზე როგორც ცნობილ ვარსკვლავზე - ისე საუბრობენ.

სამანტამ უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე რაც კი ევროპაში შოუა, თითქმის ყველაფერში მიიღო მონაწილეობა და ზოგან თუ კულინარიულ ამბებში იყო ჩაბმული,სხვანგან არც გაშიშვლება დაიზარა. მისმა უკომპლექსობამ და პოპულარობისაკენ თავგანწირულმა სწრაფვამ რასაკვირველია მალევე მიიპყრო ყველას ყურადღება.

უნდა ითქვას, რომ თავიდან თურმე ანტონი მარსაილს მაინცდამაინც არ მოსწონდა ცოლის ასეთი საქციელი და მცდელობებიც კი ქონდა სამანტა შეეჩერებინა, მაგრამ რაკი ამ შემთხვევაში ვერაფერს გახდა, იძულებული გახდა ბედს შეგუებოდა. დღეს მარსაილების ოჯახში იმის დადგენაც კი ჭირს, ცოლი უფრო მეტად პოპულარულია თუ ქმარი.

0.14304