ფეხბურთი

1:42 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას "ლოკომოტივში" ტრანსფერს პოლიტიკური მოვლენები ხელს ვერ შეუშლის

ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის „ლოკომოტივთან“ კონტრაქტის გაფორმებაში ხელს ბოლო დღეებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ დირექტორმა ბადრი მაჭავარიანმა რუსულ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, კვარაცხელია და მოსკოვური გუნდი ტრანსფერზე თავად ისაუბრებენ და მათ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერაფერი მოახდენს.

„ტრანსფერი გადაწყდება მხოლოდ ფეხბურთელისა და კლუბების ინტერესის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას სხვა ვერაფერი მოახდენს. რაც შეეხება კვარაცხელიას „ლოკომოტივთან“ კონტრაქტის გაფორმებას, ამ დროისთვის ყველაფერი უცვლელი რჩება, საიჯარო ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ ამოწურულა“, - ციტირებს მაჭავარიანის სიტყვებს ТАСС-ი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ლოკომოტივს“ 6 თვის წინ იჯარით შეუერთდა, მაგრამ ამ კონტრაქტს ვადა სულ მალე, 30 ივნისს გასდის. როგორც ცნობილია, „რკინიგზელები“ 18 წლის ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილნი არიან და მის გამოსყიდვას აპირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11324