ფეხბურთი

0:31 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრომესი "აიაქსში" დაბრუნდა

ამსტერდამის „აიაქსმა“ ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერება დაიწყო. ჰოლანდიის მოქმედმა ჩემპიონმა ამისთვის პირველი ნაბიჯი გადადგა და ესპანური „სევილიას“ შემტევი ქვინსი პრომესი დაიმატა.

როგორც ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, პრომესთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. გარიგების თანახმად ანდალუზიელებმა 15 მილიონი ევრო მიიღეს.

27 წლის პრომესი „აიაქსის“ აკადემიაში 2002-2008 წლებში ირიცხებოდა, თუმცა მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია.

სხვადასხვა დროს, „ტვენტესა“ და „იგზლის“ წევრი იყო, ხოლო სახელი მოსკოვის „სპარტაკში“ გაითქვა, საიდანაც ერთი წლის წინ „სევილიაში“ გადავიდა, მაგრამ ესპანეთში ფეხი ვერ მოიკიდა. ჰოლანდიის ნაკრებში ქვინსის ანგარიშზე 37 თამაში და 7 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110096