ჭიდაობა

22:57 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხვალ ევროპულ თამაშებში მოჭიდავეები ჩაებმებიან

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე, ხვალ, ასპარეზობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. ისინი 25-27 ივნისს იასპარეზებენ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კი 28-30 ივნისს გამოვა. ორივე სტილში მედლები 6-6 წონით კატეგორიაში გათამაშდება.

25-26 ივნისი
ლაშა ლომთაძე (57 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) და გივი მაჭარაშვილი (125 კგ.)

26-27 ივნისი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.)

შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

0.124593