სხვა

21:40 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოლოვინას ვერცხლი ევროპულ თამაშებზე
ქართული დელეგაციის აქტივში უკვე 20 მედალია

ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანი გახდა.

ქართველმა სპორტსმენმა კვალიფიკაციაში 98.200 ქულა მიიღო და ფინალში გამსვლელი ბოლო – მე-6 ადგილი დაიკავა.
საბედნიეროდ, გადამწყვეტ შეჯიბრში ყველაფერი გოლოვინას სასიკეთოდ წარიმართა. ლუბამ 53.990 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ჩემპიონ ლეა ლაბრუსეს (54.800) ჩამორჩა, ბრინჯაო კი ბელარუსმა ჰანა ჰანჩაროვამ (53.970) დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის უმთავრეს ფავორიტად მიჩნეული რუსი იანა პავლოვა ხტომისას ბატუტს მიღმა აღმოჩნდა და უკანასკნელ მე-6 პოზიციაზე გავიდა.

ამგვარად, მინსკში მყოფ ქართულ დელეგაციას უკვე 20 მედალი (6 ოქრო, 5 ვერცხლი, 9 ბრინჯაო) მოუგროვდა და გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსს ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112894