ფეხბურთი

21:17 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლიდან" ბენიტესი დაითხოვეს

„ნიუკასლ იუნაიტედისა“ და რაფაელ ბენიტესის თანამშრომლობა დასრულდა. როგორც „კაჭკაჭების“ ვებგვერდი იტყობინება, კონტრაქტი, რომელიც ერთ კვირაში იწურება, აღარ გახანგრძლივდება.

შესაბამისად, 59 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ინგლისური გუნდი უკვე დატოვა. „ნიუკასლმა“ რაფას მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და სამომავლო კარიერაში წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, რომ ბენიტესი „ნიუკასლს“ 2016 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა. ამ დროისთვის უცნობია, სად გაგრძელდება ესპანელი მწვრთნელის კარიერა და ვინ იქნება მისი მემკვიდრე „ნიუკასლში“.

0.104673