ფეხბურთი

16:20 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფას განცხადება და პასუხი რუსეთს ქართული კლუბების შესახებ

ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება (UEFA) რუსულ მედიაში აგორებულ თემას გამოეხმაურა და ქართული კლუბების ჟესტის შესახებ განცხადება გაავრცელა.

როგორც მოსალოდნელი იყო, უეფა რუსეთის მოთხოვნები არ დაკმაყოფილა და ბუნებრივია, ქართულ გუნდებს არ დასჯის.

„იმის გათვალისწინებით, რომ ეს ფაქტი შიდა ჩემპიონატში მოხდა, ნებისმიერი დისციპლინარული ქმედება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შედის. უეფას მხოლოდ ის შეუძლია, რომ თავის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მომხდარ ინციდენტებზე დაიწყოს გამოძიება და მოახდინოს რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114285