ჩოგბურთი

16:43 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბარტი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელია

23 წლის ავსტრალიელი, ყოფილი კრიკეტის მოთამაშე ეშლი ბარტი საჩოგბურთო რეიტინგს დღეს სათავეში ჩაუდგა. ბარტიმ ჯერ საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო, ახლა კი ბირმინგების ტურნირის ფინალში ჟულია გეორგესს 6:3, 7:5 მოუგო. ამ გამარჯვებით ბარტიმ ნაომი ოსაკას გადაასწრო და პირველად რეიტინგის სათავეში მოექცა.

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე 150-ე პოზიციაზეა.

  1. ეშლი ბარტი - 6540
  2. ნაომი ოსაკა - 6377
  3. კაროლინა პლისკოვა - 5685
  4. კიკი ბერტენსი - 5425
  5. ანგელიკა კერბერი - 4685
  6. პეტრა კვიტოვა - 4555
  7. სიმონა ჰალეპი - 3963
  8. ელინა სვიტოლინა - 3868
  9. სლოან სტივენსი - 3682
  10. არინა საბალენკა - 3565

.. 150. ეკატერინე გორგოძე - 392

თეგებიეშლი ბარტი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122667